logo
ENG



"მიუღებელია" - გომელაური საქართველოს მთავრობის მისამართით ზელენსკის განცხადებაზე

09 მარ 202212:18
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, ზელენსკის განცხადება საქართველოს მთავრობაზე მისთვის "სრულიად მიუღებელია".

1-ელ მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია ჰქონდა.

გომელაური ამბობს, რომ ზელენსკის ეს განცხადება "არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში"

"სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ძალიან ცუდია, ომია ნამდვილად და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ, რაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი რა თქმა უნდა, არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში. სამწუხაროა ძალიან. რაც გააკეთა საქართველომ, პრემიერმა რაც გააკეთა, მხარს ვუჭერ. ერთი გუნდი ვართ ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეუძლია საქართველოს", - თქვა გომელაურმა.

25 თებერვალს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა - "მკაფიოდ ვაცხადებ, საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს სანქციებში".


close დახურვა